საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის
შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო

IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კურსი, რომელიც 15 სალექციო შეხვედრას მოიცავს, დაიწყება ნოემბრში და გაგრძელდება თებერვლის ჩათვლით. კურსის სალექციო შეხვედრები გაიმართება შაბათობით, 16:00-18:00 საათზე.  

 

კურსი წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში და მონაწილეებს მასზე დასწრება შეეძლებთ როგორც დისტანციურად (პლატფორმა ზუმის საშუალებით), ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

 

თემატიკა  

·  ლექცია 1: სამყარო მიკროსკოპში: ბუნების ძალები და მატერიის შემადგენელი აგურები;

·  ლექცია 2: ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი ურთიერთქმედება მატერიასთან;

·  ლექცია 3: ხილული და უხილავი სამყარო;

·  ლექცია 4: ბირთვული რეაქტორები ცაში: ვარსკვლავები;

·  ლექცია 5: ვარსკვლავთა ისტორია;

·  ლექცია 6: ნეიტრონული ვარსკვლავები და პულსარები;

·  ლექცია 7: შავი ხვრელები არ აღმოჩნდ მთლად შავი;

·  ლექცია 8: გალაქტიკები და ჩვენი დიდი სახლი – ირმის ნახტომი;

·  ლექცია 9: სამყარო ფართოვდება; 

·  ლექცია 10: რას გვამცნობს სამყაროს მსხვილმაშტაბანი სტრუქტურა?

·  ლექცია 11: სამყაროს აქვს დასაწყისი – კოსმოლოგიური სინგულარობა;

·  ლექცია 12: რა ვიცით სამყაროს პირველი წუთების შესახებ?

·  ლექცია 13: გრავიტაცია გვაძლევს საშუალებას, ავწონოთ სამყარო;

·  ლექცია 14: გრავიტაციული ტალღებით აღქმული სამყარო;

·  ლექცია 15: როგორ ვიწინასწარმეტყველოთ სამყაროს მომავალი?