
IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კურსი, რომელიც 15 სალექციო შეხვედრას მოიცავს, დაიწყება ნოემბერში და გაგრძელდება თებერვლის ჩათვლით. კურსის სალექციო შეხვედრები გაიმართება შაბათობით, 16:00-18:00 საათზე.
კურსი წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში და მონაწილეებს მასზე დასწრება შეეძლებათ როგორც დისტანციურად (პლატფორმა ზუმის საშუალებით), ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თემატიკა
· ლექცია 1: სამყარო მიკროსკოპში: ბუნების ძალები და მატერიის შემადგენელი აგურები;
· ლექცია 2: ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი ურთიერთქმედება მატერიასთან;
· ლექცია 3: ხილული და უხილავი სამყარო;
· ლექცია 4: ბირთვული რეაქტორები ცაში: ვარსკვლავები;
· ლექცია 5: ვარსკვლავთა ისტორია;
· ლექცია 6: ნეიტრონული ვარსკვლავები და პულსარები;
· ლექცია 7: შავი ხვრელები არ აღმოჩნდა მთლად შავი;
· ლექცია 8: გალაქტიკები და ჩვენი დიდი სახლი – ირმის ნახტომი;
· ლექცია 9: სამყარო ფართოვდება;
· ლექცია 10: რას გვამცნობს სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა?
· ლექცია 11: სამყაროს აქვს დასაწყისი – კოსმოლოგიური სინგულარობა;
· ლექცია 12: რა ვიცით სამყაროს პირველი წუთების შესახებ?
· ლექცია 13: გრავიტაცია გვაძლევს საშუალებას, ავწონოთ სამყარო;
· ლექცია 14: გრავიტაციული ტალღებით აღქმული სამყარო;
· ლექცია 15: როგორ ვიწინასწარმეტყველოთ სამყაროს მომავალი?